შინდისში დაღუპული 17 გმირის ქანდაკების დადგმა ვერ მოესწრო

აგვისტო 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შინდისში დაღუპული 17 გმირის ქანდაკების დადგმა ვერ მოხერხდა, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" ალექსი მთვარაძემ დაუდასტურა.

მერის წარმომადგენლის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გორის რაიონის სოფელ შინდისთან 17 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ადგილას, მათი მემორიალური სკულპტურების დადგმა კვლავ გეგმაში რჩება. 

შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირი ქართველი სამხედროების მემორიალის მშენებლობის გაგრძელება თავდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის თებერვალში დააანონსა. ამისთვის უწყებამ ასი ათასი ლარი გამოყო.

პროექტის “შინდისის გმირები” ავტორი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია. 

Read 554 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი