გიორგი მარგველაშვილი: შინდისის ბრძოლა მაგალითია, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები

აგვისტო 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს პრეზიდენტი შინდისის ბრძოლის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპული გმირების თავდადებას იხსენებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შინდისის ბრძოლა გმირობის სიმბოლოა.

„შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 10 წლის წინ ამ დღეს შინდისში ჩვენმა თანამემამულეებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან.

11 აგვისტოს სოფელ შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან.

ეს დღე მაგალითია იმის, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები. ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ დღეს, როცა ვერ გატეხეს ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც იყო ამუშავებული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მანქანა. ქართველმა მებრძოლებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გასწიეს. 17 მათგანი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. მადლობა და დიდება მათ სახელებს და მათ ხსოვნას“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

Read 489 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი