ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნატოს სამხედრო სწავლება ჩვენს შეშფოთებას იწვევს

აგვისტო 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საქართველოში მიმდინარე ნატოს სწავლებები „ღირსეული პარტნიორი 2018“ ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მათთვის ეს ალიანსის პროვოკაციული კურსის აშკარა დემონსტრირებაა", - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს.

"ნატოს აღნიშნული მრავალეროვნული სწავლება, რომლისთვისაც დამახასიათებელია შეიარაღებისა და კონტინგენტის რაოდენობის ზრდა, სამხრეთ ოსეთში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ ოსეთზე თავდასხმამდე ერთი თვით ადრე საქართველოსა და ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს, რამაც საქართველოს ხელისუფლება „სამხედრო გმირობის“ ჩასადენად შეაგულიანა“, - განაცხადეს დეფაქტო უწყებაში.

ცხინვალის რეჟიმი საქართველოს პარტნიორებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მხარდაჭერას.

Read 1073 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი