ცხინვალში 120 რეკრუტმა ე.წ. სამშობლოს დაცვის ფიცი დადო

აგვისტო 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს 120 რეკრუტმა ე.წ. სამშობლოს დაცვის ფიცი დადო.

ახალწვეულებს შორის არიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები. წვევამდელების 75% კი რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კადეტი გახდება. ახალწვეულებს ფიცის დადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მიულოცა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ცერემონიალი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.

"დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულად ატარებს სამხრეთ ოსეთის სახელს. ვიცი, თქვენ შეინარჩუნებთ ტრადიციებს, რომლებიც დაგვიტოვა ისსა პლიევმა, მამსუროვმა და სხვა ცნობილმა სამხედრო პირებმა. გახსოვდეთ პასუხისმგებლობა მათი და ხალხის წინაშე. ჩვენ გვჯერა და გვეიმედება თქვენი", - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.

Read 976 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი