ხიდისთავი-ატენი-ბოშურის მონაკვეთზე სამუშაოების დასრულება 10 თვე იგვიანებს

აგვისტო 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხიდისთავი - ატენი - ბოშურის გზის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დასრულებულა.

რადიო “მოზაიკას“ ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივებმა მოაწოდეს. ორი წლის წინ ადგილზე ჩასულმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ სამუშაოები 12 თვეში დასრულდებოდა, თუმცა როგორც რადიო“მოზაიკამ“ გაარკვია, 10 კმ-იან მონაკვეთზე სათანადო სამუშაოების დასრულების თარიღი ჯერჯერობით ვერ სახელდება.

გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე ჯერ ისევ გრძელდება. ვინ ასრულებს და რა ვალდებულებები აქვთ აღებული, ზურაბ ჯალაღანიას განმარტებით, ეს უკვე საავტომობილო გზების დეპარტემენტის პრეროგატივაა. 

ხიდისთავი - ატენის - ბოშურის გზის რეაბილიტაციისთვის 7 728 552 ლარის ღირებულების ტენდერი 2016 წლის 27 ოქტომბერს გამოცხდადდა, გამარჯვებულ კომპანიას AGT Menegment, Meslehet,Tikinti Xidmetleri MMC სამუშაოები 12 თვის ვადაში 6 155 842 ლარად უნდა შეესრულებინა, სატენდერო პირობების თანახმად, ვადა გასული წლის ნოემბერში ამოიწურა.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.

Read 1235 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი