Print this page

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში საპროექტო ინიციატივების განაცხადების მიღება გრძელდება

აგვისტო 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში საპროექტო ინიციატივების განაცხადების მიღება გრძელდება.

მოქალაქეებს განაცხადების გაგზავნა 2019 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ. კოორდინატორი ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებლებს, საჭიროებისამებრ, დაეხმარება სამოქალაქო ბიუჯეტის საპროექტო ინიციატივის განაცხადების სააპლიკაციო ფორმის შევსებაში. აღნიშნულ აქტივობას გორის მუნიციპალიტეტის მერიის 'სამოქალაქო ბიუჯეტის" განვითარების პროგრამის მეორე ეტაპი ითვალისწინებს. 

"სამოქალაქო ბიუჯეტი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს თვითონ დაგეგმონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.მათ ამ პროგრამის საშუალებით. შეუძლიათ ადმინისტრაციული ერთეულისთვის საერთო პრობლემები მოაგვარონ", - ამბობს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მარტა ბიბილაშვილი. 

აღნიშნული სააგენტო სამოქალაქო ბიუჯეტის განვითარების პროგრამის საინფორმაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის 33 ადმინისტრაციული ერთეული დაჯგუფებულია და წარმოდგენილია 28 ადმინისტრაციულ ერთეულად. 2019 წლისთვის განისაზღვრება საშულოდ 2 800 000 ლარი, თითოეული ადმინისტრაციული ერთეულისთვის შესაბამისად საშუალოდ გამოიყოფა 100 000 ლარი. 

გორის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, 2018 წლის 25 ივნისიდან - 20 ივლისამდე თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. 

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. პროექტს საინფორმაციო მხარდაჭერას პოლონური საერთაშორისო ორგანიზაცია "სოლიდარობის ფონდი" უწევს.

ქვეყნდება გავრცელების სერვისით

Read 1046 times Last modified on Last modified on აგვისტო 13 2018