თენგიზ ხუბულური: დაგვპირდნენ, რომ ბოშურის გზაზე სამუშაოებს ოქტომბერში დაასრულებენ

აგვისტო 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო ,,მოზაიკას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გამოეხმაურა.

თენგიზ ხუბულური განმარტავს, რომ უკვე ესაუბრა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომელთა ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების თარიღად მიმდინარე წლის ოქტომბერი დაასახელდა

"ვარ საქმის კურსში ხიდისთავი - ატენი - ბოშურის მონაკვეთთან დაკავშირებით, ვიყავი ადგილზე ჩასული და ვნახე, რომ სამუშაოები ისეთი ტემპით არ მიმდინარეობს, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. ვესაუბრე ზედამხედველობის სამსახურს და მითხრეს, რომ იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას რაღაც პრობლემები შეექმნა, თუმცა გამოასწორებენ აღნიშნულ ვადაში და როგორც დაგვპირდნენ, ოქტომბერში დაასრულებენ პროექტს. აზერბაიჯანული კომპანია ასრულებს სამუშაოებს და თუ დათქმულ ვადაშიც არ მოხდა სამუშაოების დასრულება, კომპანიას თანხას არ გადაურიცხავენ", - ამბობს თენგიზ ხუბულური.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და 12 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც ადგილობრივები განმარტავენ საავტომობილო გზების პრობლემა აღნიშნულ სოფლებში ჯერ ისევ არსებობს.

Read 1017 times Last modified on Last modified on აგვისტო 13 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი