დიცის მცხოვრები: რუსის წყენინება არ უნდათ, ამიტომ მთხოვდნენ გავჩუმებულიყავი

აგვისტო 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“მაშინდელი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა მოვიდა ჩემთან და მითხრა, ღარიბაშვილმა გადმოგცა, მანდ პროვოკაციებს ნუ აწყობო“,- დიცში მცხოვრები ილია ბერუაშვილი რამდენიმე წლის წინ რუს სამხედროებთან დაპირისპირებას იხსენებს, რომლებსაც მისი ბაღისა და სასაფლაოს ტერიტორიის მავთუხლართებით შემოღობვა უნდოდათ. 


“სასაფლაოს არ ვაღობინებდი, ნახევარზე მაინც გაავლეს, მერე გზაც უნდოდათ, მაგრამ არ მივეცი უფლება, დიდი დაპირისპირება მომიხდა, მცემეს, წიხლები მირტყეს, მე არ დავნებდი. აქ სხვა რამეშია საქმე, პოლიტიკურად გადაწყვიტეს, რომ რუსის წყენინება არ უნდათ, მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ რეალურად ასე ჩანს, აბა სხვა რა უნდა იყოს. საჯარო რეესტრის წარმომადგენლები იყვნენ მოსულები, მთხოვდნენ თქვი, რომ ოკუპირებულია შენი ბაღი და როცა დეოკუპაცია მოხდება, მერე დაგირეგისტრირებთო. ტერიტორია სისხლის ფასად დავიცავი, თავი უნდა გამეწირა და როგორ უნდა ვაღიარო ოკუპირებულად? მთავრობა გვზღუდავდა, არ უნდოდათ პროტესტი გამომეთქვა, თანასოფლელებს მიგზავნიდნენ და მეუბნებოდნენ, ხმას ნუ იღებ, ჩვენც საფრთხეში ნუ გვაგდებო, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა მოვიდა ჩემთან, რა გინდა სახლამდე არ მოვლენ, მარტო ბაღს შეგიღობავენო. კრემლში არ ჩავსულვარ და მე, მათთვის არაფერი წამირთმევია, თვითონ მოვიდნენ და ტერიტორიები წამართვეს, რატომ უნდა გავჩუმდე“, - ამბობს ილია ბერუაშვილი

წყაროო: amerikiskhma.com

Read 848 times Last modified on Last modified on აგვისტო 15 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი