გორში ახალგაზრდული პოლიტიკის 10 წლიანი გეგმა შეიქმნა

აგვისტო 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის“ გათვალისწინებით, ახალგაზრდული პოლიტიკის 10 წლიანი გეგმა შეიქმნა.

კონფერენციას, სადაც ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სტრატეგია განიხილეს, საჯარო მოხელეებთან ერთად დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის მიზანიც 14 - დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების განვითარებისთვის სრულფასოვანი გარემოს შექმნაა, დროში გაწერილ პროგრამებს, პროექტებსა და ღონისძიებებს მოიცავს. დოკუმენტის მომზადებისას გათვალისწინებული იქნა ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციის „ევროპის საბჭოს“ რეკომენდაციები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გორის მერმა კონფერენციაში მონაწილე ახალგაზრდები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ადმინისტრაციულ შენობაში მიიწვია. კონსტანტინე თავზარაშვილმა მათ 2017 – 2018 წლებში გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სერტიფიკატები გადასცა.

ღონისძიებები ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. მსოფლიო 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს 2000 წლიდან აღნიშნავს.

Read 610 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი