ამის შესახებ ინფორმაცია რადიო “მოზაიკას“, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აცნობა. ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, დირექტორის მოვალეობას ამ დრომდე სასწავლო ნაწილის გამგე ასრულებს.
“იქამდე, ვიდრე განათლების სამინისტრო არ გამოაცხადებს კონკურსს, დირექტორის მოვალეობას სასწავლო ნაწილის გამგე შეასრულებს“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.