"დილამ" მთავარი მწვრთნელი გაუშვა

აგვისტო 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

49 წლის ქართველი მწვრთნელი გიორგი დარასელია გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე აღარ იმუშავებს.

"დილას" ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებელი მატჩების შემდეგ მიიღო. დარასელიას ადგილს, მისივე თანაშემწე, გიორგი შაშიაშვილი დაიკავებს.

გორის "დილამ", რომელსაც ეროვნულ ლიგაში ერთ – ერთი გამორჩეული შემადგენლობა ჰყავს, ბოლო 4 მატჩიდან 3–ში გამარჯვება ვერ მოახერხა, აქედან უკანასკნელ ორში დამარცხდა.

გიორგი შაშიაშვილი 38 წლის მწვრთნელია, რომელიც გასულ წელს ქობულეთის "შუქურას" წვრთნიდა და ახალი სეზონიდან დაწყების წინ გორის "დილაში" მივიდა.

Read 359 times Last modified on Last modified on აგვისტო 14 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი