წელს ე.წ სამხრეთ ოსეთიდან სამკურნალოდ გადმოსული მოქალაქეების რიცხვმა 200 მიაღწია

აგვისტო 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან გადმოსული პაციენტების რიცხვი 200 - ს აღწევს.

თამაზ ბესტაევის თქმით, ცხინვალიდან გადმოსულ მოქალაქეებს დიაგნოსტიკურ და სტაციონალურ მკურნალობას უწევენ.

“ამ წელში, დაახლოებით 200 მოქალაქე გადმოვიდა ცხინვალიდან და ცხინვალის რაიონებიდან, ძირითადად გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე მოქალაქეები გადმოდიან და მათ შესაბამის დახმარებას ვუწევთ“, - განაცხადა ბესტაევმა. 

2014-2018 წლებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან სამკურნალოდ 2650 მოქალაქე გადმოვიდა, მათი მომსახურებისთვის გაწეულმა თანხამ 8 098 078 ლარი შეადგინა. 

ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა “რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2010 წლიდან შეუძლიათ.


ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტების გადმოყვანას წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია უზრუნველყოფს.

Read 988 times Last modified on Last modified on აგვისტო 15 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი