Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 14 აგვისტო 2018 16:26

რადიო "მოზაიკა"-ში სტაჟირების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა

Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკაში" სტაჟირების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა.

ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ 2-თვიანი, უფასო სასწავლო კურსი გაევლო. მათ მიერ გავლილი პროგრამა მოიცავდა ორთვიან ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.

სასწავლო კურსის საშუალებით, მონაწილეები დაეუფლნენ ჟურნალისტურ უნარ-ჩვევებს და შეისწავლეს ამბის თხრობის ტექნიკა.

პრაქტიკული სწავლების ეტაპზე, მონაწილეები თავად გეგმავდნენ, წერდნენ და ამზადებდნენ გადაცემებს/სიუჟეტებს. მათ საშუალება ჰქონდათ, საინტერესო თემებზე შეექმნათ სხვადასხვა სახის ჟურნალისტური მასალები. მათგან საუკეთესოები კი, განთავსდა საეთერო ბადეში და "მოზაიკას" ვებგვერდზე.

იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც კურსი გაიარეს, დღეს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. წარმატებულ კურსდამთავრებულებთან "მოზაიკა" გააგრძელებს თანამშრომლობას. 

სტაჟირების პროგრამას რადიო "მოზაიკა" ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციის "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის"(EED) მიერ დაფინანსებული პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. 

"მოზაიკა" არის პირველი სათემო რადიო გორში. მისი მიზანია თემში დემოკრატიული ღირებულებების დაგენრგვა და სათემო კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

Read 1434 times Last modified on ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018 00:50