დავით რაზმაძის საკითხს ერედვის გამგეობიდან გამოეხმაურნენ

აგვისტო 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერედვის გამგებლის, ალიკა მაისურაძის განცხადებით, დევნილის სტატუსის მისაღებად რაზმაძემ შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს.

“ჩვენ საქმის კურსში ვართ. როგორც ვიცით, მისი მეურვე არის ბებია, რომელმაც უნდა შემოიტანოს განცხადება მუნიციპალიტეტის მერიაში, საბუთებში უნდა იყოს მითითებული, რომ ომამდე ეს ახალგაზრდა სოფელ ერედვში ცხოვრობდა, შესაბამისი კომისია განიხილავს და სამინისტროს გადაუგზავნის მის მონაცემებს. შემდეგ უკვე მათი გადასაწყვეტია, მიანიჭებენ თუ არა დევნილის სტატუსს“ , - განაცხადა ალიკა მაისურაძემ. 

22 წლის დავით რაზმაძე 2008 წლის 9 აგვისტოს ვერხვების დაბომბვის ამსახველი ფოტოს ერთ-ერთი გმირის, ზაზა რაზმაძის შვილია. 2008 წლის აგვისტოში, დაბომბვის დროს ვერხვების დასახლებაში მშობლებთან ერთად, ბებიასთან იმყოფებოდა, მისი ოჯახი კი მანამდე ერედვში ცხოვრობდა. მისი მამა 2014 წლის თებერვალში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. სახელმწიფოსგან მიღებული კოტეჯი მის მეორე მეუღლესა და ომის შემდეგ დაბადებულ შვილს დარჩა.

Read 703 times Last modified on Last modified on აგვისტო 15 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი