ტურიზმის განვითარების სააგენტო: გასულ წელთან შედარებით, გორში ტურისტების რაოდენობა მომატებულია

აგვისტო 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, გორს უცხოელი ვიზიტორები აქტიურად სტუმრობენ. 

სააგენტოს მიერ მომზადებულ 5 წლის მუშაობის ანგარიშში ასახულ პრობლემებს შორის წერია, რომ მუნიციპალიტეტში არ არსებობს სანიშნე დაფები და ქუჩების ნიშანდების აბრები საერთაშორისო ენაზე; ასევე პრობლემაა ტრანსპორტის განრიგი საერთაშორისო ენაზე, მომსახურების ობიექტებში ენობრივი ბარიერია, არ არსებობს საზოგადოებრივი ტუალეტები, დაბალია მომსახურების ხარისხი.

“ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ ტურისტების მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე. ვსწავლობთ მათ მოსაზრებებს, წინადადებებს და შემდეგ ვაანალიზებთ. გამოკითხულთა რაოდენობიდან გამომდინარე გავარკვიეთ, რომ ტურისტებს ქალაქში გადაადგილება გზამკვლევი ბანერების არარსებობის გამო ძალიან უჭირთ. ამ საკითხზე უკვე ვიმუშავეთ და მივმართეთ მერიას. დანარჩენ პრობლემებზეც ვმუშაობთ და მე იმედი მაქვს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში გაითვალისწინებენ და ეტაპობრივად ყველანაირ პრობლემას აღმოვფხვრით, რაც ტურიზმის განვითარებას აფერხებს. ასევე, გავაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს“, - განაცხადა რობერტ მაღლაკელიძემ.

Read 852 times Last modified on Last modified on აგვისტო 15 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი