დავით რაზმაძე: მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ შემოსავლები 18-დან 31 მილიონამდე გაიზარდა

აგვისტო 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ, ბიუჯეტი 12 მილიონით გაიზარდა.

დავით რაზმაძის ვარაუდით, შესაძლოა, წლის ბოლომდე ეს რიცხვი 40 მილიონამდე გაიზარდოს.

თვითმმართველობაა აბა რა. რა პრინციპითაც ჩამოყალიბდა ეს სისტემა ისე გრძელდება. მიეცათ საშუალება მუნიციპალიტეტებს ადგილობრივ დონეზე გადაწყვიტონ ესა თუ ის საკითხი. უამრავი ჩართულობაა მოსახლეობის, სხვადასხვა ფორმით. დეცენტრალიზაციის პრინციპი გრძელდება. ფინანსური თავისუფლება იქნება ალბათ უფრო მეტი. სხვადასხვა მოსაკრებლები, ფინანსები, საგადასახადო და ა.შ. ცენტრში მიდიოდა, ვფიქრობ ადგილზე უნდა დარჩეს. 18-დან 31 მილიონამდეა შემოსავლები გაზრდილი და არ არის გამორიცხული წლის ბოლომდე ამ რიცხვმა 40 მილიონამდე მიაღწიოს“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.

Read 529 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი