გორის მერი: ჩვენი თვითმმართველობა გადაწყვეტილებებს ადგილზე დამოუკიდებლად იღებს

აგვისტო 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში დეცენტრალიზაციის პრინციპი დაცულია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, ადგილზე იღებენ.

ამის ერთ-ერთ მაგალითად კი სამოქალაქო ბიუჯეტი პროგრამას ასახელებს, რომელიც მერის თქმით, მოსახლეობის ინიციატივებზე იხარჯება.

“ გორის მუნიციპალიტეტი თვითმმართველია და ჩვენ თავადვე ვიღებთ ყველანაირ გადაწყვეტილებას და შეთანხმებას არავისთან არ ვახდენთ ზემდგომ ორგანოებთან. დეცენტრალიზაცია გულისხმობს, რომ ქვემოდან უნდა წამოვიდეს წინადადებები და აზრები და ასეც ხდება. სამოქალაქო ბიუჯეტი რომ გვაქვს ჩადებული ჩვენ, სწორედ ესაა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. მოსახლეობისგან მოდის აზრი და ამის შემდეგ ვცდილობთ მათი ინიციატივების განხორციელებას. რეგფონდიც გვეხმარება ძალიან, ჩვენ წარვუდგენთ პროექტებს და ისინი აფინანსებენ. ვცდილობთ მეტი თანხები მოვიპოვოთ“, - განაცხადა კოტე თავზარაშვილმა.

Read 500 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი