ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სამი დღის განმავლობაში ჩაკეტავს

აგვისტო 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ზეიმთან დაკავშირებით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სამი დღის განმავლობაში ჩაკეტავს.


ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გამო, 24 აგვისტოს 20:00 საათიდან საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე გამარტივებული გადაკვეთის პუნქტებზე დროებით შეჩერდება მოქალაქეების გაშვება“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული პუნქტები მუშაობას 27 აგვისტოს 06:00 საათიდან გაანახლებენ.

Read 1463 times Last modified on Last modified on აგვისტო 16 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი