გორის მერი: ტურისტული ზონის მოსაწყობად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

აგვისტო 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ზონის მოწყობის პროექტი უკვე დასრულებულია", -ეს ინფორმაცია რადიო “მოზაიკას“ გორის მერმა მოაწოდა. 


კონსტანინე თავზარაშვილის ინფორმაციით, სამუშაოების დასაწყებად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. 

“პროექტი მზად არის და ახლა უნდა გამოცხადდეს მეორე ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე. ვინც უნდა ჩაატაროს პრაქტიკული სამუშაოები, მიწის ამოთხრა, აშენება და ასე შემდეგ. ამ დღეებში უნდა გამოცხადდეს უკვე ტენდერი და დაახლოებით ერთ თვეში, გამარჯვებული გამოვლინდება, ხელშეკრულება გაუფორმდება და დაიწყება სამუშაოები“, - განაცხადა თავზარაშვილმა.

ახალი ტურისტული ზონის მოსაწყობად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 1 800 000 ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა. ლომჭაბუკის ტერიტორიაზე ტურისტული ზონის მოწყობა პროექტის “ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში განხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 2 100 000 ლარია,  მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების წილი კი 300 000 ლარია. 

პროექტის ფარგლებში იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ლომჭაბუკის სკვერისა და იქ არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია, აშენდება საინფორმაციო ცენტრი, სატრენინგო და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე, მოეწყობა ტურისტული ავტო და ველო სადგომები, 4 500 გრძივი მეტრის ველობილიკი, 3-4 საზოგადოებრივი საპირფარეშო. 
პროექტის მიხედვით, სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.

Read 1050 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი