Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018 12:57

გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს, ადგილობრივების ნაცვლად, საჯარო მოხელეები შეახვედრეს

Rate this item
(0 votes)

ხიდისთავი - ატენი - ბოშურის მონაკვეთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით რადიო ,,მოზაიკა" ადგილობრივების პოზიციით დაინტერესდა.

რა დაპირება მიიღეს მათ სამუშაოების ტემპისა და ვადების შესახებ, ამ კითხვაზე პასუხი იმ ადამიანებს ვთხოვეთ, რომლებიც ორი წლის წინ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილზე შედგენილ ოქმს ხელს აწერენ.

2016 წლის 17 ნოემბერს, სოფელ ატენში აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო, სადაც შეკრებილებს დაგეგმილი სამუშაოების არსისა და ვადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ეს დოკუმენტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ინტერნეტში გავრცელდა და მისი ხელმომწერების შესახებ ინფორმაციის მიღებაც სწორედ აქედან არის შესაძლებელი. დოკუმენტის მიხედვით, დამსწრეთა რაოდენობა 18 -ს შეადგენდა.

რადიო ,,მოზაიკა" შეხვედრის მონაწილეებს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა ამჟამად გზის რეაბილიტაციის პროცესი. უმრავლესობის განმარტებით, იმ პერიოდში საჯარო სამსახურში მუშაობდა, თუმცა თბილისიდან ჩასულ სტუმრებს ადგილობრივების სტატუსით შეხვდნენ. დაპირების მიხედვით, ხიდისთავი - ატენი - ბოშურის გზის რეაბილიტაცია ამ დრომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა ოქტომბრამდე გაუგრძელა.

Read 1451 times Last modified on ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018 14:54