mukilurji640X90

გორში განსახორციელებელი მომავალი წლის პროექტები ინფრასტრუქტურის სამინისტროში განიხილეს

აგვისტო 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში გზის რეაბილიტაცია იგეგმება", - ამის შესახებ რადიო “მოზაიკასთან“ საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ განაცხადა. 


“მომავალ წელს მოხდება გორში სამეფოს ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მოეწყობა როგორც სამანქანო, ისე ფეხით სავალი გზა, ასევე გამოიცვლება კომუნიკაციებიც. კიდევ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. ასევე, მოხდება მეღვრეკისის გზის რეაბილიტაცია, რომელიც წელს ვერ მოხერხდა“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.

რეგიონებში ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით თვითმმართველობებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელების შეხვედრები გრძელდება. 

მაია ცქიტიშვილი და მისი მოადგილეები შიდა და ქვემო ქართლის გუბერნატორების მოვალეობის შემსრულებლებს, 11 მუნიციპალიტეტის მერებსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კომპლექსურად განხილულ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და შემდგომი ექსპლუატაციის საკითხებზე.


"ახალი ფორმატის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ ორი რეგიონის პრიორიტეტები, პრობლემური საკითხები და მათი გადაწყვეტის გზები. შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, ადგილებზე არსებობდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და სტანდარტების შესაბამისი სოციალური ინფრასტრუქტურა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურის, სპორტის, სამედიცინო და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და გამართული მუშაობა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მერებმა მნიშვნელოვან საჭიროებებსა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვა - განხორციელებაზე ისაუბრეს.


მსგავსი ფორმატის შეხვედრები სამინისტროს ხელმძღვანელობამ უკვე გამართა მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების წარმომადგენლებთან.

Read 487 times Last modified on Last modified on აგვისტო 16 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი