გენო პეტრიაშვილი რუსეთის დროშისფერებიან მაისურში გადაღებული ფოტოს შესახებ განმარტებას აკეთებს

აგვისტო 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მსოფლიო ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი რუსეთის დროშისფერებიან მაისურში გადაღებულ ფოტოზე სოციალურ ქსელში წერს. 

"ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიან მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. მსგავსი მაისურები, სუვენირების სახით, არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო. ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის. მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს", - წერს გენო პეტრიაშვილი. 

აღნიშნული ფოტო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, სადაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მოჭიდავეები რუსეთის დროშისფერებიანი მაისურებით ჩანან. 

Read 1279 times Last modified on Last modified on აგვისტო 17 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი