როგორ დავწეროთ პროექტი?-ტრენინგი კარალეთში ჩატარდება

აგვისტო 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 რეგიონში ქალთა მიმართ ფარული ძალადობის ფორმების აღმოფხვრა - შემცირებისთვის, კარალეთში ორ დღიან ტრენინგს დაინტერესებულ პირებს ჩაუტარებენ.

ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგზე მონაწილეებს ამჯერად პროექტების წერას შეასწავლიან. დასწრება ნებისმიერ მსურველს და დაინტერესებულ პირს შეეძლება.

"შეხვედრა გვექნება პროექტის წერასთან დაკავშირებით ქალებთან, მათი უნარების გაძლიერებისთვის, აქცენტს ვაკეთებთ პროექტისა და ბიზნესგეგმების შედგენასა და თანხვედრაზე. ძალიან დიდი ინტერესია ბიზნესგეგმების მიმართ. ჩვენ ორი დღის განმავლობაში გვექნება ტრენინგები, როგორ და რა სახით დაწერონ ესა თუ ის პროექტი", - ამბობს კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის წარმოამდგენელი, მარიამ თედლიაშვილი.

Read 643 times Last modified on Last modified on აგვისტო 17 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი