გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალგაზრდულ სტრატეგიაზე იმსჯელებს

აგვისტო 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საჯარო მოხელეებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგია შეიმუშავეს.  

დოკუმენტს გორის მერია განსახილველად მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაუგზავნის. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელმა, დიმიტრი გოგიაშვილმა მიაწოდა. 

"ახალგაზრდული პოლიტიკის 10 - წლიანი გეგმა "სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის“ გათვალისწინებით შეიქმნა. აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის მიზანიც 14 - დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების განვითარებისთვის სრულფასოვანი გარემოს შექმნაა, დროში გაწერილ პროგრამებს, პროექტებსა და ღონისძიებებს მოიცავს. დოკუმენტის მომზადებისას გათვალისწინებული იყო ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციის "ევროპის საბჭოს“ რეკომენდაციები“, - აღნიშნა დიმიტრი გოგიაშვილმა.

მისივე განმარტებით, დაგეგმილია ახალგაზრდების პასიურ ნაწილთან მუშაობაც, თუმცა როგორც გოგიაშილი ამბობს, მათი გააქტიურების მიზნით, ძალდატანება შეცდომა იქნება და ამ მხრივ სხვა მიდგომების გამოყენებაა აუცილებელი. 

Read 198 times Last modified on Last modified on აგვისტო 17 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი