გივი კობახიძე: პოლიციამ “ახალბაღში“ არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო

აგვისტო 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, დასვენების პარკის “ახალბაღი“ ტერიტორიაზე 7 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომელთა ჩანაწერებიც პოლიციამ უკვე ნახა.

გივი კობახიძის თქმით, სამართალდამცველებმა პარკის ორივე შესასვლელში დამატებითი კამერების განთავსების რეკომენდაციაც გასცეს.

ახალბაღის ტერიტორიაზე 7 კამერაა განთავსებული და უმსგავსო საქციელი არასოდეს დაუფიქსირებია. მეეჭვება შემთხვევა, რომელზეც სოციალურ ქსელში დღეს წერდნენ, სიმართლე იყოს. რამდენადაც გავიგე, მამაკაცს გოგონასთვის დაუძახია და ახლოს მისვლა უთხოვია. იქნებ რაიმეს კითხვა უნდოდა, ან იქნებ სულაც ცუდად იყო და დახმარება სთხოვა. ეს ყველაფერი დადგინდება კამერების ჩანაწერებით. იყვნენ უკვე პოლიციელები მოსულები და ნახეს ყველაფერი. მათ კიდევ ორი კამერის დამონტაჟების სურვილი გამოთქვეს. ცენტრალურ შესასვლელსა და კომბინატის ხიდის მხრიდან რომ შესასვლელია იქ“, - განაცხადა გივი კობახიძემ.

Read 1280 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი