შიდა ქართლის ახალი გუბერნატორის ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალ გუბერნატორებს ორშაბათს, 20 აგვისტოს დაასახელებს, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა. მათ შორის მოხვდა შიდა ქართლის გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძეც. ამ დრომდე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ხელმძღვანელის გარეშე მუშაობს. აღნიშნულ თანამდებობაზე თავდაპირველად დევნილთა მინისტრის მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილი განიხილებოდა, თუმცა ამჟამად გუბერნიაში უჭირთ საუბარი თუ ვის წარადგენს ახალი პრემიერი შიდა ქართლის გუბერნატორად.