ბანაკი "ნიქოზი 2018" დღეს დაიხურება

აგვისტო 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საზაფხულო ბანაკი "ნიქოზი 2018" დღეს დაიხურება.

ერთი კვირის განმავლობაში ბანაკის მონაწილეებს მოწვეულმა ტრენერებმა სხვადასხვა პროფესიებში მასტერკლასი ჩაუტარეს. ბანაკის ორგანიზატორის, ნინო მინდიაშვილის თქმით მიზანი, რომელიც ბანაკის დაწყებამდე დაისახეს მიღწეულია. 

"წინა წლებში ბავშვებს უფრო გართობა უნდოდათ, სპორტული აქტივობები და შეჯიბრებები, თუმცა, წელს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ტრენინგ - კურსები შევთავაზეთ, რომლითაც ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ტრენინგი იყო ჟურნალისტიკის ლექცია, რომელიც ნინო ჩიბჩიურმა ჩაუტარა, როგორ უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ საინტერესო ვიდეო გადაიღონ ან ბლოგი დაწერონ, რაზე გააკეთონ აქცენტები. დღეს ერთმანეთს გადასცემენ სახალისო სერტიფიკატებს, აკეთებენ პრეზენტაციებს, ბოლოს სერტიფიკატები გადაეცემათ", - ამბობს ნინი მინდიაშვილი.

საზაფხულო ბანაკში 14-17 წლამდე 30 მოზარდი მონაწილეობდა, ბანაკი ნიქოზის საინტეგრაციო ქალთა ორგანიზაცია “თანხმობა“-ს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

Read 578 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი