სახალხო დამცველის ინფორმაციით, დევნილთა 58% კვლავ თავშესაფრის მიღების მოლოდინშია

აგვისტო 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის ომების შედეგად 278 103 იძულებით გადაადგილებული პირია.

აქედან დაახლოებით 20 000-30 000 ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მკვიდრი (მათ შორის, ახალგორის მუნიციპალიტეტის 1000-მდე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა). 

დაახლოებით 26 395 ადამიანი დევნილად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იქცა - ამ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.
ანგარიშის მიხედვით, 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს რეგისტრირებული იყო 163 000 დევნილი პირი. აქედან 36 000 ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა, 2008 წლის 3 სექტემბერს, უმრავლესობა უკან დაბრუნდა. 127 000 ადამიანი გადავიდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, 2009 წელს 100 000 პირი სახლებში დაბრუნდა. 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2008 წლის ომის შედეგად გრძელვადიანი საცხოვრებლით 6714 ოჯახია უზრუნველყოფილი.


"მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, ამ ეტაპზე 52 008 დევნილი ოჯახი, რეგისტრირებულ დევნილთა 58% კვლავ თავშესაფრის მიღების მოლოდინშია”,-ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ომბუდსმენის აპარატმა ანგარიში 2017 წლის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

Read 569 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი