გორის მაჟორიტარი-დეპუტატის შემოსავლები

იანვარი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გასული ერთი წლის განმავლობაში შპს ,,იბოლიადან“ გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა 5 450 000 ლარი მიიღო, - ამის შესახებ იოსებ მაკრახიძის ფინანსური დეკლარაციის ბოლო მონაცემებშია მითითებული. პარლამენტის დეპუტატი ამ კომპანიაში 40%-იან წილს ფლობს, თუმცა მონაცემები მან მას შემდეგ შეცვალა, რაც საქმიანობის შეუთავსებლობასთან დაკავშირებით, მის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. 


რაც შეეხება დეპუტატის ანაზღაურებას, ერთი წლის განმავლობაში პარლამენტიდან მიღებულმა მისმა შემოსავალმა 4 612.5 ლარი შეადგინა. 2017 წლის დეკემბერში შევსებული ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, იოსებ მაკრახიძეm შეწირულობის სახით 50 000 ლარი გაიღო. შვილზე გაჩუქების სახით, 125 000 ლარი და ქველმოქმედების სახით 12 000 ლარი აქვს გაცემული.


გარდა ამისა, იოსებ მაკრახიძე სარგებელს სხვა შპს-ებიდანაც იღებს. შპს-ში ,,ლამური“ ის 23%-იან წლის ფლობს. დეპუტატობიდან 10 თვის განმავლობაში იოსებ მაკრახიძე პარალელურად შპს “რიკოთის” 50% იანი წილის მფლობელი იყო. მოგვიანებით კი, საკუთარი წილიც კომპანიის მეორე მეწილეს გადასცა.შპს “იმედში” დეპუტატის კუთვნილი 25%-იანი წილი მის შვილს, მარიანა მაკრახიძეს ეკუთვნის. ხოლო დირექტორის თანამდებობა ასევე 25%-იანი წილის მფლობელმა, დავით მუჭაურმა გადაიბარა.რაც შეეხება „იბოლიას“, 2011-2017 წლებში შპს-ს მიერ მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულებამ 79 279 613 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში შპს-ს 18 გამარტივებულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 556 087 ლარი შეადგინა.

Read 5781 times Last modified on Last modified on იანვარი 17 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი