შიდა ქართლის ახალმა გუბერნატორმა დეკლარაციებში შემოსავლები სრულად არ ასახა
შიდა ქართლის გუბერნატორს, გიორგი ხოჯევანიშვილს ახალი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია.
შემოსავლებისა და გასავლების შესახებ მონაცემები მას მხოლოდ 2011, 2012 და 2013 წელს აქვს შევსებული. ამ პერიოდში ის სასჯელაღსრულების სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ამ დროს უკვე არსებობდა (2010 წლიდან) შპს ,,გაზლენდი". კომპანიის შესახებ, სადაც ხოჯევანიშვილი 100%-იან წილს ფლობს, აღნიშნულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი.
2012-2013 წლებში ის იგივე თანამდებობას იკავებდა, მაგრამ დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობის გრაფა, ისევ ცარიელია.
გარდა ამ კომპანიისა, შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი კიდევ 8 კომპანიის წარმომადგენელია, აქედან საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ის ორი შპს-ს ხელმძღვანელად ამ დრომდე ფიქსირდება.
Latest from რადიო მოზაიკა
- საჯარო მოხელემ 14 დეკემბრის აქციაზე ჟურნალისტთან საუბარს თავი მუქარით აარიდა
- 20 -21 ივნისის მოვლენების ანგარიშის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია
- გორის მერია შენობის დასუფთავების მომსახურებისთვის 100 000 ლარამდე დახარჯავს
- ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩაში - ახალგაზრდებმა გორში დასუფთავების აქცია მოაწყეს
- მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა