ახალი გუბერნატორის წარდგენას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და დეპუტატები ესწრებიან

აგვისტო 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში გორის სამხარეო ადმინისტრაციაში სოზარ სუბარმა ახალი გუბერნატორი წარადგინა.

გიორგი ხოჯევანიშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე ოფიციალურად დასახელების პროცესს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და დეპუტატები ესწრებიან. სუბარის განმარტებით, რეგიონის გუბერნატორის პოსტზე კადრის შერჩევისას, არჩევანი ხოჯევანიშვილზე მისი გამოცდილების გამო შეაჩერეს. 

"ძალიან აქტუალური გახდა დღეს ის რომ გიორგი ხოჯევანიშვილი წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ წარსულში ვინც დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯონ, ვინც გამოცდილი კადრია, უნდა მიეცეს მუშაობის გაგრძელების საშუალება", -აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

გიორგი ხოჯევანიშვილი 2011-2013 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, დღეს კი ის უკვე შიდა ქართლის გუბერნატორად დაასახელეს. 

Read 1302 times Last modified on Last modified on აგვისტო 20 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი