Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 20 აგვისტო 2018 15:13

ოჯახიშვილობა-მთავარი პრიორიტეტი ახალი გუბერნატორისთვის

Rate this item
(0 votes)

გიორგი ხოჯევანიშვილი კარგი ოჯახიშვილია - ეს იყო მთავარი საკითხი ახალი გუბერნატორის წარდგენისას, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები ამახვილებდნენ ყურადღებას. 

ეს თემა სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს თავდაპირველად სოზარ სუბარმა გააჟღერა, მას მოჰყვა ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის, სიმონ ნოზაძის განცხადება, ოჯახიშვოლობაზე აქცენტი გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვულმაც გააკეთა. 

"გიორგი გორელია, პირადადაც ვიცნობ. ის საუკეთესო ოჯახიშვილია. დედა ლექტორი ჰყავს, მამა სოფლის მეორნეობის დარგშია, ვიცნობ მის პაპასაც და დარწმუნებუკლი ვარ, გიორგი მისი წინაპრების შრომას ღირსებულად გააგრძელებს. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთობლივი მუშაობით სასიკეთო ცვლილებები მოვახდინოთ მუნიციპალიტეტში," - ამბობს გორის მერი.

Read 2483 times Last modified on ორშაბათი, 20 აგვისტო 2018 15:43