ბასიშვილი: თუ სასჯელაღსრულების სისტემაში დარღვევები იყო, ხოჯევანიშვილი რატომ ხუჭავდა თვალს

აგვისტო 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"როგორც ჩანს, მაშინ სასჯელაღსრულების სისტემაში არ იყო დარღვევები, რადგან გუბერნატორად წარადგინეს ადამიანი, რომელიც ამ უწყებაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა", - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ბადრი ბასიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გიორგი ხოჯევანიშვილს, რომელაც აღნიშნულ უწყებაში ერთ - ერთი მაღალი თანამდებობა ეკავა, დარღვევების არსებობის შემთხვევაში თვალი არ უნდა დაეხუჭა. 

“ქართული ოცნება ყოველთვის აპელირებდა იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში, ძველი ხელისუფლების დროს, რაღაც დარღვევები ხვდებოდა და ა.შ. თუ რამე დარღვევები არსებობდა, რაზეც მმართველი გუნდი საუბრობს, სწორედ ხოჯევანიშვილი და მათი თანამოაზრეები იყვნენ და მუშაობდნენ მაღალ თანამდებობებზე. აქედან გამომდინარე, მაშინდელ დარღვევებზე უკვე ახალ გუბერნატორს უნდა ჰკითხოთ. თუ მაშინ რამე დარღვევა იყო, რატომ იყო ამ სისტემაში და რატომ ხუჭავდა თვალებს. ალბათ, არ იყო მაშინ დარღვევები და დღეს "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა ასეთ თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ "ქართულ ოცნებას" წამოსაძახებელი არ აქვს და არც მაშინდელ ციხეებში არ ხდებოდა არაფერი.

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ბევრი ადამიანი მუშაობდა , რომლებიც, სხვათაშორის, წინასაარჩევნოდაც გვეხმარებოდნენ ფიზიკურადაც და სხვა სახის რესურსებითაც. აქედან გამომდინარე, არის კატეგორია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში კომფორტულად გრძნობს თავს და როდესაც ხელისუფლებაშია რომელიმე პარტია, იმ პარტიას მიეტმასნებიან ხოლმე. ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას ძალიან გაუჭირდა, რადგან ძალოვან სისტემაში მომუშავებზე გააკეთეს აქცენტი. ქართულმა ოცნებამ დაიწყო ძალოვან სტრუქტურაში გამოცდილება მიღებული ადამიანებით გამაგრება რეგიონების, ვინაიდან ისინი ხვდებიან, რომ ამ არჩევნებს მოქმედი ხელისუფლება პირწმინდად წააგებს", - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა

Read 1022 times Last modified on Last modified on აგვისტო 20 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი