ახალ გუბერნატორს შეუთავსებელი თანამდებობების დასატოვებლად 10 დღიანი ვადა აქვს

აგვისტო 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი რადიო ,,მოზაიკას" მიერ გავრცელებულ მონაცემებს ეხმაურება, რომელიც ახალი გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის ბიზნესსაქმიანობას ასახავს.

ლექსო მერებაშვილის შეფასებით, 2011 - 2013 წლებში ხოჯევანიშვილის მხრიდან ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები თავის დროზე არასრულყოფილადაა შევსებული. გარდა ამისა, ახალმა გუბერნატორმა ცვლილებები უნდა შეიტანოს საჯარო რეესტრის დოკუმენტებშიც. ამჟამინდელი მდგომარეობით, გიორგი ხოჯევანიშვილი წილებს 9 კომპანიაში ფლობს, აქედან 2-ში ხელმძღვანელად ფიქსირდება, რაც საჯარო მოხელისთვის შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს.

"10 დღის ვადაში ის ვალდებულია, სხვა კომპანიებში დატოვოს ხელმძღანელის თანამდებობა, რაც შეეხება ბიზნესწილებს, კანონში ამის შესახებ კონკრეტული ვადა არ არის მითითებული, მაგრამ ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს გამოყენებული, რაც ხელმძღვანელის შემთხვევაში და 10 დღის ვადაში უნდა მოხდეს ამ ვალდებულებების მინდობილობით სხვა პირებისთვის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევას", - აცხადებს ლექსო მერებაშვილი.

საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მიხედვით, საჯარო მოსამსახურეს, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა, უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი ან თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა). საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა თავდაცვის ძალების რეზერვისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. საჯარო მოსამსახურის მიერ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

Read 1241 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი