Back to Top
ორშაბათი, 20 აგვისტო 2018 17:09

სოსო ვახტანგაშვილი: ერთი ადამიანი, მანკიერ სისტემაში, ვერ შეძლებს დაამყაროს ნორმალური ვითარება

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილის დანიშვნას “შენების მოძრაობაში“ ეხმაურებიან.

სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით, კადრების ცვლილება, რეგიონის განვითარებას ვერ გააუმჯობესებს.

მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ერთი ადამიანი, იმ შექმნილ სისტემურ პრობლემებს, რაც საქართველოში, მმართველობით რგოლშია, ვერ გადაჭრის. როგორი ნიჭიერი და გამოცდილიც არ უნდა იყვეს. მარტო ვერ მოერევა იმ პრობლემებს, რაც ადგილზე აქვს თვითმმართველობებს. ამისთვის საჭირო არის რეფორმები, ამისთვის საჭირო არის სისტემური ცვლილებები, რომ გამართულად იმუშაოს სახელმწიფო მექანიზმმა, სახელმწიფო ორგანიზმმა და სისტემამ მთლიანობაში. ერთი ადამიანი მანკიერ სისტემაში ვერ შეძლებს დაამყაროს ნორმალური ვითარება ისე, როგორც ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. როგორი ცვლილებების მოლოდინშიც არ უნდა იყვეს ჩვენი რეგიონი, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ რეფორმირებული სისტემის გარეშე წარმატებულები იყვნენ", - აცხადებს სოსო ვახტანგაშვილი.

Read 1257 times