Back to Top
ორშაბათი, 20 აგვისტო 2018 17:13

შიდა ქართლის გუბერნატორმა მეუღლის სამეწარმეო საქმიანობაც დამალა

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს გიორგი ხოჯევანიშვილს, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ შევსებულ დეკლარაციაში ოჯახის წევრის, კერძოდ მეუღლის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში მითითებული არ აქვს.

31წლის ნათია ჯავახი საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სამი ორგანიზაციის წარმომადგენელია, აქედან “დემოკრატიული საერთაშორისო ცენრისა“ და შპს “მასტერ“ პრომოუშენის დირექტორია. შპს “ნორბში“ კი 10%-იან წილს ფლობს. სამივე ორგანიზაცია 2010 წლის შემდეგაა დარეგისტრირებული, თუმცა გიორგი ხოჯევანიშვილის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობის დროს შევსებულ დეკლარაციებში არც ერთი მათგანი ნახსენები არ არის. გიორგი ხოჯევანიშვილს მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის გარდა, საკუთარ მონაცემებზეც არა აქვს ინფორმაცია სრულყოფილად მითითებული. 

ნათია ჯავახი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუშაობს. ის სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოშია დასაქმებული.

შეგახსნებთ რომ შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი 9 კომპანიის წარმომადგენელია და აქედან ორში ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.

Read 1732 times