Back to Top
სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 11:51

გორის ყოფილი მერი გუბერნატორის მოადგილეობაზე შეთავაზებას არ ადასტურებს

Rate this item
(0 votes)

გორის ყოფილი მერი, გუბერნატორის მოადგილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ზურა ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ ახალი გუბერნატორის მხრიდან მოადგილის პოსტზე დაინიშვნის შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია. ყოფილი მერის განმარტებით, პოლიტიკურ საქმიანობას 2017 წლის ნოემბრიდან ჩამოშორდა და ამჟამად მოღვაწეობას კერძო სექტორში აგრძელებს. 

“გიორგი ხოჯევანიშვილს ვიცნობ, რა ურთიერთობა გვაქვს და საიდან ვიცნობ, ეს ჩემი საქმეა და რატომ ინტერესდებით? გუბერნატორის მოადგილეობა ჩემთვის არავის შემოუთავაზებია, მსგავს შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მივიღებ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ დროისათვის კერძო საქმიანობით ვარ დაკავებული“-განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა

Read 994 times