“გორმედმა“ შესაძლოა გარდაცვლილი პაციენტის ოჯახს უჩივლოს

აგვისტო 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამედიცინო ცენტრის “გორმედი“ადმინისტრაცია, გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

“გორმედში“ აცხადებენ, რომ ცხედარზე ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს. სამედიცინო ცენტრი სწორედ დასკვნის მიხედვით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 

"არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, გარდაცვლილის ახლობლები დაწესებულებაში შეიჭრნენ და მედიკოსებს რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც მძიმე ავადმყოფები საფრთხეში აღმოჩნდნენ,"-აცხადებენ "გორმედში".

61 წლის მამაკაცი "გორმედში" 19 აგვისტოს გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, ექიმებმა კლინიკაში ის კუჭთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოზით დააწვინეს, თუმცა გრდაცვალებამდე ცოტახნით ადრე განმარტეს, რომ პაციენტს გული ჰქონდა გადიდებული. 

მომხდარის გამო, ახლობლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსიკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

Read 1462 times Last modified on Last modified on აგვისტო 21 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი