Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 13:55

გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა მონტაჟდება

Rate this item
(0 votes)

გოგებაშვილის ქუჩაზე სამუშაოები საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად მიმდინარეობს.

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, წლების განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიაზე კანალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი აქ მაცხოვრებლებს  ეს საკითხი აღარ შეაწუხებთ. 

“მოსახლოებას უწევდა მდინარის დაბინძურება, დავიწყეთ სულ ახალი სისტემის გაკეთება. მოხდება ცენტრალურ კანალიზაციასთან მიერთება. ეს სამუშაოები ამჟამად “ბაზარი 21“ -ე-ს ტერიტორიიდან დაიწყო და გოგებაშვილის ქუჩამდე მივა,“-განაცხადა თავზარაშვილმა.

გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო, სამუშაოების ფარგლებში კახნიაშვილის ქუჩისა და “26 მაისის“ სანაპიროს მონაკვეთის რეაბილიტაციაც მოხდება. ასევე მოწესრიგდება საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. 
გოგებაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი 2-ჯერ გამოცხადდა, პირველ ჯერზე მონაწილეობის სურვილი არც ერთმა კომპანიამ გამოთქვა, მეორედ გაოცხადებულ ტენდერში კი შპს ,,შარამ“ გაიმარჯვა. 
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 5 თვეში უნდა დაასრულოს, რისთვისაც საერთო ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 195 236 ლარია გამოყოფილი.

Read 1074 times