გივი ტატუნაშვილი: იმედი მაქვს ჩემი შვილის მკვლელები დაისჯებიან
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს ინდივიდუალური სარჩელით მიმართავს.
რადიო "მოზაიკასთან" საუბარში არჩილ ტატუნაშვილის მამა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი შვილის გარდაცვალების საქმეში მიიღეს მონაწილეობა. ამჟამად, ტატუნაშვილის ოჯახი ინდივიდუალურ საჩივარს ამზადებს. გარდაცვლილის მშობლებს იურიდიულ პროცედურებში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ავალიანი ეხმარება.
"ჯერჯერობით დამნაშავედ ორი პოროვნებაა ცნობილი, დავით ღურწიევი და ალიკ ტაბუევი. ტაბუევმა სავარაუდოდ წამებაშიც მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ცხინვალშიც გადაჰყვა. ეგ ადამიანი შემჩნეულია ადამიანების წამებაში. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩემი შვილი სწორედ ამ ადამიანებმა დააკავეს ახალგორში და გადაიყვანეს ცხინვალში,"- ამბობს გივი ტატუნაშვილი.