Print this page

გორის მერიაში ლიფტების შესაკეთებლად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა

აგვისტო 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიის შენობაში ლიფტების შეკეთების მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა. 

ტენდერი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ლიფტების ტექნიკური მომსახურების შესყიდვას გულისხმობდა არ შედგა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3740 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში მონაწილეობა მითითებულ ვადაში (23.07-31.07) არავინ მიიღო. ამჟამად, გორის მერიის შენობაში მხოლოდ ერთი ლიფტი მუშაობს, დაზიანებული ლიფტების პრობლემა კი ისევ გადაუჭრელი რჩება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოსაცვლელია როგორც ელსადენები, ასევე, სართულებს შორის მაკონტროლებელი სისტემები. დაზიანებულია, ლიფტის უსაფრთხო მუშაობასთან დაკავშირებული ნაწილები.

 

გორის მერიაში აცხადებდნენ, რომ ლიფტების შეკეთება უახლოეს ერთ თვეში მოხდებოდა, თუმცა ტენდერის ჩავარდნის გამო ეს თარიღი დროებით გადაიდო. 

 

Read 1051 times Last modified on Last modified on აგვისტო 23 2018