Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018 12:15

გორში 8 ახალი სამეთვალყურეო კამერა დამონტაჟდება

Rate this item
(0 votes)

გორის მერია 8 ახალ სამეთვალყურეო კამერას შეიძენს. 

 4 ცალი DS-T203_2.8 და 4-იც  DS-T200_3.6 ტიპის კამერების შესაძენად გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2350 ლარია გამოყოფილი. 

"ეს სამინისტროსა და თვითმმართველობების ერთობლივი პროექტია. ქალაქის რა ნაწილში განთავსდება სამეთვალყურეო კამერები ეს საპატრულო პოლიციამ უნდა განსაზღვროს. ჩვენც მათ გადაწყვეტილებას ველოდებით. იმ ადგილების სია, სადაც კამერები დამონტაჟდებას ჩვენთვის ჯერ არ მოუწოდებიათ." - ამბობენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სატენდერო წინადადების მიღება უკვე დასრულდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საქონლის მიწოდება,  ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს. 

Read 1478 times