ენმ: სოფელში რომ ამოხვიდეთ, ან ნავი დაგჭირდებათ ან ბოტები

იანვარი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოფლის გზებისა და ხიდების შეკეთება, ზამთრის სეზონზე ქუჩების მოვლა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში არსებული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება, - ინფორმაციას ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. 

"სოფელში რომ ამოხვიდეთ, ან ნავი დაგჭირდებათ ან ბოტები.წინასაარჩევნოდ, ამობრძანდა ბატონი კოტე და დაპირდა, რომ ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ. გზებს დავაგებო, მაგრამ ჩატარდა არჩევნები და კაცი-შვილი აქ აღარ გვინახავს. მოსახლეობა, განსაკუთრებით ნალექიან ამინდებში, საშინლად იტანჯება და გარეთ ორი წყვილი ფეხსაცმლით გადის. რათა ამ ტალახებს რომ გადალახავს, მერე ახალი ფეხსაცმელი ჩაიცვას, ქალაქში გასასვლელად", - გვითხრა ბექა ქორჩილავამ. 

ის "ქართულ ოცნებას" კაბინეტებიდან გამოსვლისა და დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდებს. 

Read 800 times Last modified on Last modified on იანვარი 18 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი