შიდა ქართლის გუბერნატორი მედიასთან აქტიურად ურთიერთობის პირობას დებს

აგვისტო 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გიორგი ხოჯევანიშვილმა გუბერნიაში მეორე სამუშაო დღე ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრით დაიწყო.

ახალმა გუბერნატორმა პირობა დადო, რომ ყოველი თვის ბოლოს პრესკონფერენციას გამართავს და თავის სათქმელთან ერთად, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხებს. გუბერნატორის თქმით, მისი კომუნიკაცია მედიასთან მხოლოდ პრესკონფერენცით არ შემოიფარგლება და სასაუბროდ ნებისმიერ დროს მზად იქნება.

"სურვილი მაქვს, რომ პერიოდულად შევხვდეთ ერთმანეთს და თქვენი, ჟურნალისტების დახმარებით, საზოგადოებას ანგარში ჩავაბარო ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეების შესახებ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ხართ, ამიტომ მინდა პრესკონფერენციის სახე მივცეთ ჩვენს პერიოდულ შეხვედრებს"-აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა. 

 

Read 785 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი