გუბერნატორი: წერეთლის ქუჩაზე ე.წ. მეორადების მაღაზიების ადგილი არ არის

აგვისტო 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორმა მედიასთან შეხვედრისას ყურადრება ქალაქის იერსახეზე გამახვილა და ამის მაგალითად წერეთლის ქუჩა დაასახელა. 

გიორგი ხოჯევანიშვილის აზრით, ისტორიულ უბანში განთავსებული ე.წ. მეორადების მაღაზიები მიმდებარე ტერიტორიას იერს უკარგავს. გუბერნატორმა პირობა დადო, რომ წერეთლის ქუჩისთვის შესაბამისი დატვირთვის დაბრუნებაზე იმუშავებს. 

"სურვილი მაქვს განვაახლოთ და განვავითაროთ ეს ისტორიული უბანი. არასწორად მიმაჩნია, რომ ქალაქის ერთ-ერთ  მნიშვნელოვან ქუჩას დღეს ე.წ. მეორადების გასაღების წერტილის ფუნქცია აქვს. ამ ქუჩაზე მოდიან ტურისტები და მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რას ვახვედრებთ აქ. უნდა ვიფიქროთ, ამ მაღაზიებით რა შთაბეჭდილებას ვუტოვებთ მათ გორელებზე."-ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.

 

 

Read 13752 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი