გუბერნატორი: უკვე დაგეგმილი მაქვს რამდენიმე პროექტი და თანამდებობას ნუ დააბრალებთ

აგვისტო 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორი დღეს მედიასთან შეხვედრისას, ბიზნესსაქმიანობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ თანამდებობაზე დანიშნამდე გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე პროექტის განხორციელება ჰქონდა დაგეგმილი.

გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ მის მიერ დაგეგმილი საქმეები გუბერნატორად დანიშვნის პერიოდს დაემთხვა, თუმცა პირობას დებს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ამ მიმამრთულებით ადგილი არ ექნება.

"მე მაქვს მეურნეობა გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კარალეთში, სადაც რამდენიმე სახის პროექტის განხორციელებას ვგეგმავ, სულ მალე საქარე ზოლი უნდა მოვაწყო, ნერგები უკვე მაქვს და არ მინდა ვინმეს ეგონოს ეს ჩემი თანამდებობის ხარჯზე მოხდება. ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი, რაცას ჩემი გუბერნატორობის პერიოდში გავაკეთებ და მინდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩემს გუბერნატორობამდე მაქვს გადაწყვეტილი, უბრალოდ დროში დაემთხვევა,"-განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის შიდა ქართლის გუბერნატორი სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ფიქსირდება. მათ შორის:

შპსფრუტ ექსპორტ კომპანი” – 100%; (დირექტორი)

შპსჯი ენ კა გრუპი” – 75%;

შპსჯეო ფრუტ პროდაქშენი” – 50%;

შპსვესტს ლოჯისტიკს”– 15%;

შპსგაზლენდი” – 100%;

შპსდეკერს ჯორჯია” – 20%;

შპსმაქსიმუმი” – 50%;

საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით, გიორგი ხოჯევანიშვილი დანიშვნიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია გადადგესჯეო ფრუტის” დირექტორობიდან, წილები კი მინდობით სხვა პირებს გადასცეს.

 

Read 1008 times Last modified on Last modified on აგვისტო 22 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი