Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018 16:39

უცხოელმა ტურისტებმა ერგნეთში ომის მუზეუმი მოინახულეს

Rate this item
(0 votes)

ჰოლანდიელმა ტურისტებმა სოფელ ერგნეთში ომის მუზეუმი მოინახულეს. 


სტუმრები რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველ ფოტო-მასალას და ექსპონანტებს გაეცნენ. ტურისტულ ჯგუფს გიდობას ადგილობრივი ლერი თენაძე უწევდა. მისი თქმით სტუმრებმა ერგნეთი შთაბეჭდილებებით დატოვეს. 

“ძირითადად ბუფერული ზონა და სასაზღვრო კონტროლი აინტერესებდათ, ძალიან ემოციური იყო მათთვის ამ ადგილების ნახვა. გარკვეულწილად შიშის ფაქტორიც ჰქონდათ. მსგავს ადგილებში აქამდე არასოდეს ყოფილან, თუმცა მაინც დადებითი ემოციებით წავიდნენ, მოსახლეობასაც გაესაუბრნენ. ძირითადად იყვნენ ლექტორები ჰოლანდიის უნივერსიტეტიდან, აინტერესებდათ დღევანდელი სიტუაცია საქართველოს ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში,“-გვითხრა ლერი თენაძემ.

Read 1377 times