ნათია კუპრაშვილი: თვითმმართველობა ვალდებულია ანგარიში გაუწიოს სამოქალაქო საზოგადოებას

აგვისტო 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა და “მეგობრობის ხიდი-ქართლოსმა“ გორის მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

შეთანხმების მიზანია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწობა. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის თავმჯდომარის, ნათია კუპრაშვილის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი ორიენტირებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და საზოგადოების სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაზე. 


“ეს მემორანდუმი ეხება ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც მიიღება თვითმართველობის დონეზე და გულისხმობს მუნიციპალიტეტის ვალდებულებას ანგარიში გაუწიოს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, მიაწოდოს ინფორმაცია. განსაზღვრულია გარკვეული ვადები, მაგალითად უნდა მოხდეს შეხვედრა ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან 6 თვეში ერთხელ მაინც ანგარიშგების, ასევე წინასწარი გეგმების გაცნობის რეჟიმში,“-განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

Read 1089 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი