გოგა აფციაური: ამ რეგიონიდან დაიწყება ქვეყნის დეოკუპაცია

აგვისტო 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,გორი და მთლიანად შიდა ქართლი ერთის მხრივ იმითაა საინტერესო, რომ აქ იწყება ხშირად მნიშვნელოვანი პოლიტიკური წიაღსვლები და თამაშები, რომელიც შემდეგ გამოხმაურებას და ასახვას ჰპოვებს ხოლმე მთელ ქართულ პოლიტიკაზე, ასევე, აქ არის საოკუპაციო ხაზი, საოკუპაციო ზონა და შესაბამისად, ძალიან საინტერესოა ამ რეგიონში მუშაობა. სწორედ ამიტომაც არ წავედი არც თბილისში და არც სხვა ქალაქში. მივიჩნევ, რომ სჯობს აქ იყოს ჟურნალისტების კარგი გუნდი, ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ, რომლებიც საზოგადოებას ეტყვიან იმას, რაც ხდება ჩვენს რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან, რა პოლიტიკურ თამაშებს აქვს ადგილი  და მომავლშიც მიმაჩნია, რომ სწორედ ამ რეგიონიდან დაიწყება ქვეყნის დეოკუპაცია. არ მინდა ვიყო თბილისში და იქიდან ვაკვირდებოდე მოვლენებს", - განაცხადა რადიო ,,თავისუფლების" ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა გადაცემაში ,,საუბრები“.

 შეგახსენებთ, რომ ,,საუბრები“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო ,,მოზაიკას“ პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ კვირას 20:00 საათზე.

Read 241 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი