Print this page
ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 14:10

გორის მერი: ვისაც “ქართული ოცნება“ დაასახელებს საარჩევნოდ, მხარს მას დავუჭერ

Rate this item
(0 votes)

გორის მერმა რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

“ჯერ გუნდი არ შეთანხმებულა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მე როგორც რეგიონული პარტიის თავჯდომარე მხარს იმ კანდიდატს დავუჭერ, რომელსაც “ქართული ოცნება“ დაასახელებს“- ეს განცხადება რადიო “მოზაიკასთან“ გორისც მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა გააკეთა.

მან საკუთარი მოსაზრება პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატზე, სალომე ზურაბიშვილზეც გამოთქვა: 

“რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურს, ვფიქრობ, რომ განათლებული ქალბატონია, ევროპაში უცხოვრია და ძალიან კარგად იცის ევროპის სიკეთეები. ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ცუდი კანდიდატია,“-განაცხადა თავზარაშვილმა

Read 1331 times Last modified on ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 14:19